§ ანგარიში1
o 2013 წლის
21-22დეკემბერს მასწავლებლის სახლში მოეწყო მასწავლებელთა კონფერენცია საქართველოს
მთავრობისა და ევრიკომისიის ერთობლივი პროექტისeTvinningPlus-ის
ფარგლებში. კონფერენციაზე 100-მდე მასწავლებელი იყო მოწვეული.
o
კონფერენციის შესახებ:
o
კონფერენციის ჩამტარებელი ორგანიზაცია: საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტო.
o
კონფერენციის ჩატარების ადგილი: თბილისი. მასწავლებლის სახლი.
o
კონფერენციის ხანგრძლივობა: 2დღე (9საათი)
o
კონფერენციის მიზანი და დღის წესრიგი:
o
·
o
დღის წესრიგი:
o
1 დღე:
o
კონფერენციის გახსნა -10 წთ.
o
მომხსენებელი-გია მამულაშვილი. (პლენარული საკონფერენციო დარბაზი)
o
პროექტებით სწავლება-35წთ.-მომხსენებელი
მანანა რატიანი.(პლენარული საკონფერენციო დარბაზი)
o
როგორ უნდა გავხდეთ Appy პიროვნება-60წთ.- მომხსენებელი
სანდრა უნდერვუდი.(პლენარული საკონფერენციო დარბაზი)
o
როგორ უნდა შევქმნათ წარმატებულიeTvinning პროექტი-60წთ.-მომხსენებელი
ჯორჯ გლასი.(პლენარული საკონფერენციო დარბაზი)
o
შესვენება-1საათი.
o
მეორე დღის მიმოხილვა:გარემოს დაცვა-15წთ.- მომხსენებელი
მანანა რატიანი.
o
მეორე დღის მიმოხილვა სამოქალაქო განათლება -15წთ.-მომხსენებელი
გიორგი გახელაძე.
o
მათემატიკური წიგნიერება და ტექნოლოგიები-15წთ-.მომხსენებელი
ზაქრო გიუნაშვილი.
o
მეორე დღის მიმოხილვა:წიგნიერება-15წთ-მომხსენებელი
პაატა პაპავა.
o
მეორე დღე:
o
როგორ შეუწყოთ ხელი მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში-30წთ.
o
მომხსენებელი სოფო ლობჟანიძე.(პლენარული საკონფერენციო დარბაზი)
o
პროგრამების შეფასება-30წთ.
o
შესვენება.სადილი.
o
თემა გარემოს დაცვა-1საათი.
o
მომხსენებელი მანანა რატიანი(ოთახი 21 მეორე სართული)
o
თემა სამოქალაქო განათლება-1საათი.
o
მომხსენებელი გიორგი გახელაძე(ოთახი22.მეორე სართული)
o
თემა მათემატიკური წიგნიერება და ტექნოლოგიები-1 საათი.
o
თემა წიგნიერება-1საათი.
o
მომხსენებელი პაატა პაპავა(შეხვედრების ოთახი,მეთხე სართული)
o
პროექტი eTvinningPlus-ის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების
პედაგოგები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სხვა წარმომადგენლები ქმიან
პორტალის მეშვეობით ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს და გამოცდილებას უზიარებენ
ერთმანეთს.
o აღნიშნული
კონფერენცია ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო.გავეცანით სიახლეებს ამ პროექტის
ფარგლებში.კოლეგებთან ერთად გავეცანით , თუ როგორ შევქმნათ საინტერესო
პროექტები სხვადასხვა თემებზე.მიღებულ ცოდნას გავუზიარებ კოლეგებს და ერთობლივად
ჩავერთობით საერთაშორისო პროექტებში.
o ხარაგაული.სოფელ
ლაშის ბუნებისმცოდნეობის მასწავლებელი : თამარ ძიძიგური.
§ 2013 წლის 25
დეკემბერი.
ანგარიში2
თარიღი----24.10.2013 წელი
1. ტრენინგის შესახებ:
ტრენინგის დასახელება: ელექტრონული სასწავლო რესურსების მომზადება
"ანიმოტოს" გამოყენებით
- ტრენინგის
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
- ტრენინგის
ჩატარების ადგილი: თბილისი, მასწავლებლის სახლი.
- ტრენინგის
ხანგრძივობა: 1 დღე (4 საათი).
2.
მიზანი და დღის
წესრიგი:
- მიზანი: მასწავლებლები გაეცნობიან სასწავლო პროცესში ვიზუალური მასალის
გამოყენების მეთოდოლოგიას, ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილების თავისებურებებსა და სწორ მიდგომებს. შეისწავლიან ვიდეო - ფაილების
მომზადებას პროგრამა „ANIMOTO“ -ს
გამოყენებით, ასევე ვიდეოს
განთავსებას სასწავლო მეთოდური მასალების პორტალში.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილე პედაგოგებს ეცოდინებათ:
·
ელექტრონული რესურსების ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში (აუდიო და ვიდეო საშუალებები)
·
ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა სწავლების
სამფაზიანი მოდელის მიხედვით.
·
ვებ 2.0 ტექნოლოგიების საშუალებები,
მისი გამოყენებით სასწავლო რესურსების შექმნა და ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში.
·
ვებ პროგრამა Animoto-ს საშულებით ვიდეო მასალის შექნა და მათი ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში;
·
პროგრამა Microsoft office Picture Manager–ის გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის;
·
FVD DOWNLOADER-ის დაყენება და მართვა.
·
აქივებთან
მუშაობა.
- დღის
წესრიგი:
Ø წარდგენა, გაცნობა და მონაწილეთა მოლოდინების განსაზღვრა -
20 წთ
Ø ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის
ფორმები და წესები, საორგანიზაციო საკითხები - 10 წთ
Ø ისტ
- ით გამდიდრებული გაკვეთილის ზოგადი თავისებურებანი
და მიდგომები (დისკუსია) - 10 წთ
Ø რა ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა
ANIMOTO -
ში. – 10 წთ
Ø D - GP - IP - პროგრამა ANIMOTO -ის ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - ფაილი - 45 წთ
Ø შესვენება - 20წთ
Ø ნასწავლი მასალის შეჯამება
- 10წთ
Ø ვიდეო - ფაილების შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში - 15
წთ
Ø D
– GP –
IP - როგორ ხდება ვიდეო
- მასალის გადატანა, გაზიარება და გადაგზვანა, სოციალურ სივრცესა თუ ელ. ფოსტაზე- ინსტრუმენტების გაცნობა - 20წთ
Ø პრაქტიკული ინდივიდუალური სამუშაო - 30წთ
Ø შესრულებული დავალებების პრეზენატაცია,
ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი - 30 წთ.
Ø გონებრივი იერიში “რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ
შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო
პროცესში?” - 10წთ
Ø ტრენინგის შეფასება - 10 წთ
3.
ტრენინგის
მსვლელობა:
- წარდგენა
და გაცნობა: ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა
საკუთარი თავი. ასევე თითოეულმა მასწავლებელმა უპასუხა ტრენერის მიერ დასმულ შეკითხვას
,,ჩატარებული ჰქონდა თუ არა ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილი და
რა ფორმით?“ და ,,რა მოლოდინი ჰქონდა ტრენინგისგან?“
·
ტრენინგის
მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები და
წესები, საორგანიზაციო საკითხები: ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია:
ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები (ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები
შეძლებენ პროგრამა ANIMOTO -ს საშუალებით სასწავლო რესურსების შექმნას და ეფექტურად
გამოყენებას სასწავლო პროცესში და შეძლებენ შექმნილი მასალის ვიდეო -ფაილების
საცავში ატვირთვას), მოკლედ გაგვაცნო დღის წესრიგი, კომპიუტერებთან მუშაობის
ფორმები და წესები, ასევე ვისაუბრეთ საორგანიზაციო საკითხებზე და აქტივობებზე (აქტიური ლექცია, გონებრივი იერიში, დემოსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში (D – GP - IP), პრეზენტაცია, პრაქტიკული მეცადინეობა).
ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ ტრენერისთვის სასურველი და
მნიშვნელოვანი კითხვები
- ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილის ზოგადი თავისებურებანი და მიდგომები: ტრენერმა ისაუბრა ისტ - ით გამდიდრებული გაკვეთილის თავისებურებებზე
და შემდეგ დისკუსიაში ჩაგვრთო მონაწილეები: ,,რა უპირატესობა აქვს ისტ - ით
გამდიდრებული გაკვეთილის ჩატარებას?“. გამოითქვა სხვადასხა მოსაზრებები,
მაგრამ ყველა მასწავლებლის აზრი იყო ერთნაირი იმაზე, რომ ისტ - ით
გამდიდრებული გაკვეთილზე მოსწავლე უფრო მეტად მოტივირებულია, განსაკუთრებით
მაშინ, როდესაც თვითონაც მონაწილეობს სასწავლო მასალის შექმნაში, ასევე გაკვეთილი
არის უფრო საინტერესო, ვიზუალური მასალა ეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის უკეთ
აღქმაში და გაგებაში.
·
რა
ტიპის სასწავლო მასალა შეიძლება შეიქმნას პროგრამა ANIMOTO - ში. ტრენერმა
პროექტორის საშუალებით გვიჩვენა თავის მიერ შექმნილი ვიდეო - მასალა, ჩვენების
დროს თან დაურთო კომენტარები, რა ტექნიკურ მხარეზე უნდა გამახვილდეს ყურადღება
ვიდო - მასალის შექმნის დროს.
·
D
- GP - IP -პროგრამა ANIMOTO-ს ძირითადი ინსტრუმენტები, როგორ იქმნება ვიდეო - ფაილი. ტრენერმა განმარტა,
რომ ANIMOTO არის ვიდეო ფაილების დამზადების
უფასო პროგრამა, დაწვილებით აგვისხსნა და
გვაჩვენა როგორ უნდა მოხდეს პროგრამა ანიმოტოში მუშაობა, რეგისტარციის გავლა და
ვიდეო- ფაილების შექმნა, მედია, აუდიო
და ვიდეო ფაილების ჩასმა, სხვადასხვა ანიმაციური ეფექტებით გაფორმება, შექმნილი
ვიდეო ფაილების რედაქტირება, კადრების კოპირება, შებრუნება, ფონის დაყენება,
ამოჭრა, წაშლა და მათი შენახვა საკუთარი ვიდეო-ფაილების საცავში. გვაჩვენა როგორ
შეიძლება ელ.ფოსტით შექმნილი ვიდეო ფაილის გადაგზავნა, მათი სოციალურ ქსელში
გამოქვეყნება, გვასწავლა fvd downloader პროგრამის დაყენება და მისი საშუალებით
ანიმოტოდან ვიდეო ფაილის გადმოწერა კომპიუტერში, ასევე დეტალურად აგვიხსნა
პროგრამა Picture Manager-ში მუშაობა, სურათების რედაქტირება, ზომის დაპატარავება,
ფერების შეცვლა, წითელი თვალის ეფექტის მოხსნა, სურათიდან საჭირო ადგილის ამოჭრა,
შევასრულეთ დამოუკიდებლად ტრენერის მიერ მომზადებული სავარჯიშეობი, ტრენერი ინდივიდუალურად
მუშაობდა ყველა მსმენელთან, აძლევდა რეკომედაციებს და პასუხობდა თითოეული
მასწავლებლის შეკითხვას.
- შესვენება: ტრენერმა გამოაცხადა 20 წუთიანი შესვენება.
- ნასწავლი
მასალის შეჯამება: შესვენების მერე
პროექტორის საშუალებით მსმენელების აქტიური ჩართულობით მოხდა ნასწავლი
მასალის გამეორება - შეჯამება
- ვიდეო -
კლიპისთვის შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტში ტრენერმა მოგვცა დავალება, წინასწარ კომპიუტერში სამუშაო
მაგიდაზე დაგვხვდა საქაღალდე სადაც იყო განთავსბეული სხვადასხვა სურათები, რომლის
საშუალებითაც მოვამზადებიდით ვიდეო -
ფაილს და გადავუგზავნიდით ტრენერს
ელ. ფოსტით.
- პრაქტიკული
ინდივიდუალური სამუშაო: ინტერნეტში მოძიებული და ტრენერის მიერ წინასწარ ჩაწერილი
მასალით დავიწყეთ ინდივიდუალური დამოუკიდებელი პრაქტიკული მუშაობა. რაიმე
შეკითხვის წარმოშობის შემთხვევაში ტრენერი ინდივიდუალურად მიდიოდა თითოეულ
მსმენელთან და ამომწურავად პასუხობდა ყველა კითხვას. ტრენერმა გვთხოვა,
მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ვისწავლეთ.
- შესრულებული დავალებების პრეზენატაცია, ტრენერისა და აუდიტორიის
უკუკავშირი: თითოეულ მონაწილეს დავალების პრეზენტაციისთვის
მიეცა 2 – 3 - წთ, შესაბამისად ტრენერი ამოწმებდა ყველას მონაწილის მიერ
შესრულებულ დავალებას, მონაწილეები მათ მიერ შექმნილ ვიდეო ფაილის პრეზენატციას
ახდენდნენ წყვილებში და უგზავნიდნენ ერთმანეთს ელ. ფოსტით.
- დებრიფინგი
“რა ვისწავლეთ? როგორ გამოვიყენებ შეძენილ კომპეტენციებს საგაკვეთილო
პროცესში?”
ტრენინგის ბოლოს მოხდა
ნასწავლი მასალის შეჯამება. თითოეულმა ჩვენთაგანმა აღნიშნა, გაკვეთილის რომელ
ფაზაზე და როგორ გამოიყენებდა ტრენინგზე ნასწავლ მასალას.
- ტრენინგის
შეფასება: ტრენერის შეკითხვაზე გაამართლა თუ არა ტრენინგმა
მათი მოლოდინი, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა,
იყო მეტად საინტერესო, პროდუქტიული, ორგანიზებული. ასეთი პრაქტიკული
დანიშნულების ტრენინგები საჭიროა
ხშირად ჩატარდეს საჯარო სკოლის
პედაგოგებისთვის. აღნიშნეს, რომ ის, რისი გაკეთებაც მათთვის წარმოუდგენელი იყო
საკუთარი ძალებით სხვისი დახმარების გარეშე, ახლა ტრენინგის გავლის შემდეგ ეს
უკვე მეტად იოლი იქნება, ტრენინგის მსველობის პრეცესში უკვე დაიწყეს ზრუნვა
მსმენელებმა, თუ როდის, რომელი გაკვეთილისთვის და სასწავლო პროექტისთვის
გამოიყენებნენ ამ პროგრამას.
4.
ტრენინგის
მნიშვნელოვნების დასაბუთება:
ტრენინგი
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინეტრესო იყო, მომეწონა პროგრამა ANIMOTO და მისი
შესაძლებლობები. ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი
იდეების, ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
აუცილებლად
გამოვიყენებ ტრენინგში მიღებულ ცოდნას სასწავლო პროცესში. გავამდიდრებ ჩემს
გაკვეთილებს ვიდეო - მასალითაც. გარდა ამისა, ამ ტრენინგმა საშუალება მომცა და
დამანახა, როგორ გავამდიდრო ჩემი ელ. პორტფოლიო.
კოლეგებს
შევთავაზებ ჩემ მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების გაზიარებას ტრენინგის სახით და
დავარწმუნებ, რომ ეს სიახლე დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.
5.
ტრენინგის
შემდეგ:
ტრენინგის
შემდეგ ტრენერმა ელ. ფოსტით გამოგვიგზავნა
ტრენინგის მასალა, რაც ძალიან დამეხმარა დამოუკიდებლად განმემტკიცებინა ტრენინგზე
ნასწავლი მასალა. ტრენინგის შემდეგ შევქმენი სასწავლო ვიდეო - ფაილი, რომელსაც ავტვირთავ
ბლოგზე .ასევე ძალიან მომეწონა ჩატარებული აქტივობების საპრეზენტაციოდ.
სსიპ
-ხარაგაულისმუნიციპალიტეტის სოფ. ლაშის საჯარო
სკოლის ბუნებისმცოდნეობის მასწავლებელი
თამარ ძიძიგური-
ანგარიში3
1.ტრენინგის შესახებ:
ტრენერი:მანანა კვინიკაძე.
ტრენინგის ჩატარების ადგილი:ხარაგაული.მესამე საჯარო
სკოლა/
ტრენინგის ხანგრძლივობა:13 დღე.(39საათი)
2.ტრენინგის მიზნები:
ტრენინგ-კურსის მიზანია სკოლებში მასწავლებელთა პროფესიული
განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით,რაც
ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა
და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილე მასწავლებლები შეძლებენ:
·
ისტ-ის გამოყენებას
სასწავლო პროცესის დასაგეგმად.
·
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად(შემუშავება,ადაპტირება,რედაქტირება
და სხვ.)
·
სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდიდრებულ სასწავლო
გარემოში.
·
მოსწავლეთა შეფასების მეთოდების /ინსტრუმენტების გამოყენებას
ისტიის საშუალებით.
·
მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას.
·
ისტ-ის გამიყენებას მოსწავლეებთან,მშობლებთან და კოლეგებთან
კომუნიკაციას.
·
მასწავლებლის პორთფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით.
·
ისტ-ის
გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.
3.ტრენინგის მსვლელობა:
ტრენინგის კურსი აგებული იყო აქტიური სწავლის ისეთ ფორმებზე,
როგორიცაა:აქტიური ლექცია,სიმულაცია,როლური თამაში,დემონსტრირება-მართული პრაქტიკა
დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვ.
ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმები იყო ინდივიდუალური,წყვილებში
და ჯგუფური მუშაობა.
4.ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთება და შეფასება.
აღნიშნულმა ტრენინგმა მონაწილე პედაგოგებში დიდი მოწონება
დაიმსახურა.მათ აღნიშნეს რომ ამ ტრენინგების გავლის შემდეგ ,ისინი კარგად შეძლებენ
ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესში, აგრეთვე ელექტრონული მასწავლებლის პორტფოლიოს
წარმოებას.
ტრენინგი ჩემვისაც ძალიან საინტერესო იყო,ამის შემდეგ
შევძლებ გამოვიყენო მიღებული ცოდნა სასწავლო პროცესში.გავამდიდრო ჩემი გაკვეთილები
ისტ-ის გამოყენებით.ხალისით ვიმუშავებ ჩემს
ელექტრონულ პორტფოლიოზე.
მადლობელი ვარ ჩვენი ტრენერის მანანა კვინიკაძის,რადგან
მან მაღალკვალიფიციურად ჩაგვიტარა აღნიშნული ტრენინგები.
სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ.ლაშის საჯარო სკოლის
ბუნებისმცოდნეობის მასწავლებელი თამარ ძიძიგური.
2013წლის აგვისტო.
4.მასტერკლასის
ანგარიში
![]() |
მასტერკლასის დასახელება:,,ინტერდისციპლინარული კავშირები-საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას“ |
მასტერკლასის
ჩატარების ადგილი:თბილისი.155საჯარო სკოლა
მასტერკლასის ჩამტარებელი ორგანიზაცია:არასამთავრობო
ორგანიზაცია ,,ასოციაცია ,,ბიო“
მასტერკლასის ხანგრძლივობა -4საათი
მასტერკლასის მიზნები:მეთოდური რეკომენდაციები გაკვეთილის
საგანთაშორისი კავშირებით დაგეგმვის დროს.
ინტეგრირებული გაკვეთილის პრეზენტაცია.
მასტერკლასის მსვლელობა:
წარდგენა და გაცნობა:მასტერკლასის
დაწყებისთანავე ასოციაცია ,,ბიოს“ ხელმძღვანელმა ხათუნა გოგალაძემ წარმოგვიდგინა თავისი
თავი.თითეულმა მონაწილემ უპასუხა მის მიერ დასმულ შეკითხვას ,,ჩატარებული ქონდათ თუ
არა ინტეგრირებული გაკვეთილი, რა მოლოდინი ქონდათ მასტერკლასისგან,მასტერკლასის მიზნები
და მისაღწევი შედეგები.“
პედაგოგებმა შორენა ქურდაძემ და ინგა ავალიანმა წარმოადგინეს
ინტეგრირებული გაკვეთილი ,,როგორ იწერებოდა სიცოცხლის ისტორია
მივიღეთ მეთოდური რეკომენდაციები გაკვეთილის საგანთაშორისი
კავშირებით დაგეგმვის დროს.
ნაბიჯი1.საგნობრივი
სტანდარტის და პროგრამული შინაარსის გაცნობა (ვიზიტი ბიბლიოთეკაში,კათედრებზე,სახელმძღვანელოების
გაცნობა)
ნაბიჯი2. მსგავსი თემატიკის მონიშვნა სხვადასხვა საგნობრივ ბლოკებში(ჩანიშვნა
საზიარო თემების დისციპლინების მიხედვით)
ნაბიჯი3.სასურველი თემის, საფეხურის, კლასის შერჩევა (აქტუალური,ინფორმაციული,
მივიწყებული,ეფექტური თემის შერჩევა,კლასის სამოტივაციოდ,მაღალი შედეგების მისაღებად,სასწავლო
პროცესის გასააქტიურებლად ან სხვა მიზნის მიხედვით ასაკობრივი ჯგუფის შერჩევა)
ნაბიჯი 4. კოლეგა მასწავლებლის შერჩევა საერთო ინტერესის გამონახვა მასწავლებელთან
,რომელსაც შეეჩლება ადექვატური პარტნიორობა)
ნაბიჯი 5. გაკვეთილის შედეგების გააზრება (კოლეგა-მასწავლებელთან ერთად
ესგ სტანდარტებზე და ზგემ-ზე მორგებული შედეგების გათვალისწინება)
ნაბიჯი6.
გაკვეთილის ტიპის და ძირითადი სტრატეგიების განსაზღვრა(გაკვეთილის მიზნების და პედაგოგიური
მეთოდების შერჩევა თემის მიხედვით)
ნაბიჯი7.გაკვეთილის
დეტალური დაგეგმვა (რესურსების მოძიბა,აქტივობების მისადაგებაჩატარების დროის,საგაკვეთილო
დროის და ორგანიზების ფორმის შერჩევა,შეფასების
რუბრიკების შექმნა)
ნაბიჯი8.გაკვეთილის განხილვა და ანალიზი (კოლეგა მასწავლებელთან
გარჩევა და შეფასება,დამსწრე პედაგოგებისგან რეკომენდაციების მიღება)
ნაბიჯი9.გამოცდილების გაზიარება (თემის დამუშავება-სრულყოფა,ბლოგზე,
ელექტრონულპორტფოლიოში განთავსება,კათედრაზე,შეხვედრებზე,კონფერენციაზე წარდგენა)
მასტერკლასის
მნიშვნელობის დასაბუთება:აღნიშნული მასტერკლასი
ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ინტეგრირებული გაკვეთილის პრეზენტაციამ დიდი ინტერესი
გამოიწვია.ამ ყველაფერმა მომცა საუკეთესო გამოცდილება
ინტეგრირებული გაკვეთილების უკეთ ჩატარებისათვის. მიღებულ გამოცდილებას გავუზიარებ
კოლეგებს კათედრაზე.
სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
ლაშის საჯარო სკოლის ბუნებისმცოდნეობის მასწავლებელი ---------თამარ ძიძიგური
3დეკემბერი
2013წელი



No comments:
Post a Comment